პარლამენტის ბიუროს სხდომა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებაზე იმსჯელეს. ინიციატივის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის დროს არჩევნებში მონაწილე სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელება იკრძალება და აღნიშნულ დარღვევაზე შესაბამისი ჯარიმები წესდება.

კანონპროექტის ავტორები საკითხის დაჩქარებით განხილვას ითხოვდნენ. ოპოზიციის ნაწილმა სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა მსჯელობას მოითხოვს და მათ პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს. ავტორების თქმით, მიზანი წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა.