პარლამენტის რეგლამენტი იცვლება – დოკუმენტის შინაარსი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, თუმცა ცნობილი ხდება რამდენიმე ძირითადი ცვლილება.
დეპუტატებს საშუალება ექნებათ, რომ სურვილის შემთხვევაში მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები ინტერპელაციის წესით ყოველ სასესიო კვირას დაიბარონ. შეიცვლება დებატების გამართვის წესიც. უქმდება „მინისტრის საათი“, ეს ფორმატი 2018 წლიდან მოქმედებდა და ის მინისტრებს საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენას წელიწადში ერთხელ ავალდებულებდა. ოპოზიცია, რომელიც პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებს, არალეგიტიმურად მიიჩნევს დაგეგმილ ცვლილებებსაც. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებაა, რომ ახალი რეგლამენტი პარლამენტის მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქციას დააქვეითებს.