პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვას იწყებს

პარლამენტი სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვას იწყებს. თანამდებობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლონდა თოლორაია და ყოფილი  სამართალდამცველი ვალერი ლომუაშვილი იბრძვიან. ისინი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 48 მსურველიდან შეარჩია.

კანდიდატურებს დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს, მოგვიანებით კი დეპუტატები სხდომაზე უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა პირველ ივლისს ეწურება. სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.