პარლამენტი მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებს

პარლამენტი დღეს მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებს. დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციაში მხარს არ უჭერენ. ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლების გადაწყვეტილებას მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გაუაზრებელ ქმედებად აფასებენ.

ოპოზიცია სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე მიუთითებს, თუმცა განმარტავს, რომ მთავარი ცვლილება ბიუროკრატიულ ხარჯებს უნდა შეხებოდა. მათივე განცხადებით, მთავრობამ მხოლოდ შიდა გადანაცვლება განახორციელა და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება.