პარკის რეაბილიტაცია

18:40, 06.10.2026

ქუთაისში, გრძელდება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა. მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია, ტერიტორიის სრულ კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები, განახლდება განათების სისტემა, შეიქმნება ახალი გამწვანების ზოლები და განთავსდება მცირე არქიტექტურული ელემენტები. პარკში ასევე მოეწყობა საბავშვო და სპორტული ზონები, საპიკნიკე სივრცეები, ამფითეატრი და წყლის სარკეები. აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარი, თანამედროვე ურბანულ და სარეკრეაციო სივრცედ ჩამოყალიბდება. პროექტი მოიცავს გამწვანებულ და დასასვენებელ ზონებს, ასევე მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას. ახალი ბულვარი ქალაქის ურბანულ გარემოს გააუმჯობესებს და ქუთაისს კიდევ ერთ თანამედროვე საზოგადოებრივ სივრცეს შესძენს. ქუთაისში სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას.

მსგავსი