პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება - გამოხმაურება

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება. მან ამერიკის მხრიდან ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება, ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელ ჩარევად შეაფასა. გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ დაწერა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს, სანქციები დაუწესოს იმ მოსამართლეებს, რომლებმაც 2025 წლის გაზაფხულზე მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნეს და ხუთი წლით აუკრძალეს პოლიტიკური თანამდებობის დაკავება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საფრანგეთმა ამ განცხადებით თავად დაადასტურა, ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ამასთან ერთად, შალვა პაპუაშვილი განმარტავს კიდევაც, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევას ნიშნავს.