პარიზის ოლიმპიადის მესამე საშეჯიბრო დღეც საქართველოსთვის წარუმატებელი აღმოჩნდა – 24 წლის ეთერ ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება რეპეშაჟში გადასვლისა და მონღოლი მეტოქის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. საქართველოს სახელით დღეს ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილიც ასპარეზობდა. პირველ წრეში ის მასპინძელ ჟოან ბენჟამინ გაბას შეხვდა, თუმცა ორთაბრძოლა წააგო და ტურნირს გამოეთიშა. დღეს გულშემატკივრობა სჭირდება საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს, მოკრივე ლაშა გურულს. რამდენიმე წუთში ის აზერბაიჯანის წარმომადგენელს დაუპირისპირდება.
პირდაპირი ჩართვა პარიზიდან, ნიკოლოზ ბერაძე დეტალურად მოგვიყვება დღევანდელი ასპარეზობების შესახებ.