პარასპორტსმენის დაჯილდოება
უმცროსი სერჟანტი, ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარა-კარატისტია, ის ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი – შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, სპორტული მედიაკავშირი JAKO-ს საიუბილეო საღამოს გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.