ქვეყნის მასშტაბით სასამართლოები ამ დრომდე პარალიზებულია – თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი. სასამართლოებიდან მოხდა ყველა ადგილზე მყოფი პირის ევაკუაცია. შენობებს სამართალდამცავები იკვლევენ. სავარაუდო მიზეზი სასამართლოებში შესული ანონიმური შეტყობინებაა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. კინოლოგები ათვალიერებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიას. სასამართლოებში დღეს დაგეგმილი და მიმდინარე ყველა პროცესი გადაიდო.