ქართველ პარალიმპიელებს გულშემატკივრობა სჭირდებათ – აგვისტოს ბოლოდან საფრანგეთის დედაქალაქში ზაფხულის პარალიმპიური თამაშები იწყება. საქართველო ექვს სახეობაში იქნება წარმოდგენილი. ეტლით ფარიკაობა, პარამძლეოსნობა, პარატაეკვონდო, პარასროლა, პარაძიუდო, პარაწოლჭიმი – პარიზში 14 პარასპორტსმენი მიემგზავრება.
გაცილების ცერემონიაზე ცნობილი გახდა, რომ ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლებზე ფულადი პრემიები იქნება დაწესებული. 48-წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაზე საქართველო 2008 წლიდან მონაწილეობს.