წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი პარალიმპიელები ხვალ სახელმწიფო უმაღლეს ჯილდოებს მიიღებენ. საქართველოში ცხრა მედლით დაბრუნებულ დელეგაციას დახვედრის საზეიმო ცერემონია მოუწყვეს. თითოეული პარაათლეტისთვისა და მწვრთნელისთვის გათვალისწინებულია 50 000-ლარიანი პრემიის გადაცემაც. წლევანდელი პარალიმპური თამაშები საქართველოსთვის გამორჩეული აღმოჩნდა. მიღებული მედლებით გუნდურ ჩათვლაში ქვეყანამ საუკეთესო შედეგი აჩვენა.
პარიზში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 4 400 პარასპორტსმენს შორის ჩვენი ქვეყანა ექვს სახეობაში 14 მონაწილით იყო წარმოდგენილი. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში მოასპარეზე გიგა ოჩხიკიძე გახდა.
ემოციური დახვედრა, მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სიტყვით გამოსვლები – გენო ოსიყმაშვილი ესწრებოდა ცერემონიას.