პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია

 სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია იწყება. მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს ხელისუფლების პირველი პირები და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი მიულოცავენ.

შეგახსენებთ, პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები ისტორიული და სარეკორდო ცხრა მედლით დაბრუნდნენ.