პანკისელი მასწავლებლები ნატო-ში

პანკისელი მასწავლებლებისა და დირექტორების ვიზიტის მეორე დღე ბრიუსელში.

დღეს პედაგოგებმა დილა ნატო-ში სტუმრობით დაიწყეს. მიიღეს ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოში მარტში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ნატოს გენერეალური მდივნის ვიზიტზე, ალიანსში გაწევრიანებამდე გასავლელ გზაზე, დასვეს ყველა კითხვა, რაზეც პასუხი აინტერესებდათ.

პანკისელი პედაგოგები ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებენ ყველაფერს, რათა ხეობაში ევროატლანტიკური სტრუქტურის შესახებ ცნობიერება გაიზარდოს და იქ მცხოვრები მოსახლეობა არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება.

ქეთი ქარდავა დეტალებით.