პანდემია და ტურიზმის მაჩვენებლები 

პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების გახსნა უკვე აისახა ტურიზმზე.

ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ვიზიტორების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. გასულ თვეს ტურისტების ნახევარზე მეტი საჰაერო გზით შემოვიდა. გაუმჯობესებული სტატისტიკის მიუხედავად, პანდემიამდელ ვითარებას ტურისტული ნაკადები მაინც ჩამორჩება. სფეროს ექსპერტების პროგნოზით, ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემთხვევაში პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებზე დაბრუნება შორი პერსპექტივა არ იქნება.