პანაშვიდი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პრეზიდენტის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინა შეკვეთილი წირვა. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა პანაშვიდი, ბათუმში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. ასევე, აღევლინა პარაკლისი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების, ბათუმის ტრაგედიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობისთვის. პანაშვიდს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. დღესვე, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში ჩატარდება.

დატოვე კომენტარი