პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა გაუარესების დინამიკა არ აღინიშნება.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება. კლინიკის დირექტორის განცხადებით, გართულებას ქრონიკული დაავადებები იწვევს, ამის კიდევ ერთი მიზეზია ისიც, რომ პაციენტმა კლინიკას დაგვიანებით მიმართა. საავადმყფოშია მოთავსებული მასთან უშუალო შემხებლობაში მყოფი 18 წლის გოგოც, რომელსაც პნევმონია არ აქვს, თუმცა ტემპერატურა უფიქსირდება. კორონავირუსის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. საუნივერსიტეტო კლინიკაში „კოვიდ 19“-ით 6 პაციენტი მკურნალობს.