პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დრომდე მძიმეა თბილისში ძაღლის მიერ დაკბენილი ქალის მდგომარეობა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ დაშავებულ 67 წლის ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. მას აღენიშნებოდა ჭრილობები სახის, კისრის, გულმკერდის, მუცლის, ქვემო კიდურების არეში.

დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია, თუმცა მუხლს არ აკონკრეტებენ.