პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

საქართველოში ახალი კორონავირუსი, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათ შორის, ერთი მოზარდია. მათი ნაწილი თბილისის ინფექციურ კლინიკაში, ნაწილი კი საჩხერის კლინიკაშია მოთავსებული. კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

როგორია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ვითარებაა რეგიონებში, თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.