დღეს საყოველთაო ნათლობა გაიმართება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა.
ქადაგებისას პატრიარქმა სახარებიდან გადარინელთა ქვეყანაში მომხდარი ამბავი გაიხსენა, როდესაც იესომ შეპყრობილი კაცი ბოროტი სულებისგან გაათავისუფლა, თუმცა ადგილობრივებმა მას ქონების დაკარგვის შიშის გამო ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.
შიო მესამის განმარტებით, ეს შემთხვევა ადამიანური შიშისა და ანგარების მაგალითია.
პატრიარქმა მრევლს მოუწოდა, არ გაექცნენ სულიერ პასუხისმგებლობას და ისწრაფონ ღმერთისკენ.
ამასთან, დღის მეორე ნახევარში ტაძარში მესამე და მომდევნო შვილის საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება.