ოზთურქის საქმე

გალიფ ოზთურქს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო. ადვოკატი განაჩენის გაპროტესტებას გეგმავს სააპელაციო სასამართლოში. განაჩენით უკმაყოფილო არიან ბიზნესმენის მფლობელობაში არსებული კომპანიის თანამშრომლებიც.

პროკურატურა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება. პარალელურად, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.