ოთხი წლის ლილე ქორქაშვილს დახმარება სჭირდება
ოთხი წლის ლილე ქორქაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. პატარა გოგონა მძიმე დაავადებას ებრძვის. ექიმებმა მას ძვლის მწვავე ოსტეომელიტი დაუდგინეს.
ლილეს გადასარჩენად აუცილებელია ძვირად ღირებული ოპერაცია საზღვარგარეთ.
ოჯახმა საკუთარი შესაძლებლობებით შეძლო თანხის ნაწილის მოგროვება, თუმცა, ის საკმარისი არ არის.
ოთხი წლის ლილე ქორქაშვილი უკვე იმყოფება თურქეთის კლინიკაში. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ.