საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობებზე გაკეთდა განცხადებები ოთხი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებულ ცენტრში. პოლიტიკოსების თქმით, ოთხივე პარტია ერთად მუშაობს, რომ დასავლეთმა დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ. ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დასავლელ პარტნიორებს მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ძალადობისა და მთავრობის მხრიდან არასამართლიანი გადაწყვეტილებების შესახებ. მათ განცხადებით, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სანქციები, როგორიც, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებმა დააწესეს.