ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი

კარალეთში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვალოდ დაკარგული ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა. ღონისძიებას გმირი ჯარისკაცის მშობლები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. აგვისტოს ომის გმირის მემორიალი მის მშობლიურ სოფელში, თავისივე სახელობის სკვერში მოეწყო.

სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი სოფლის ცენტრში მოეწყო. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.