ოსური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ორგანიზატორი, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტია. შეხვედრაზე ისაუბრეს ოსური ენისა და კულტურის მნიშვნელობაზე და მისი სწავლების როლზე ქართულ-ოსურ ურთიერთობაში.
ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, პროფესორები და სტუდენტები დაესწრნენ.