OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით ეკონომიკის, მეცნიერების და ტექნოლოგიების კომიტეტზე გამოვიდა. მაია ბითაძემ პოლარიზაციასა და სუვერენიტეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნამდვილი პარტნიორობა სუვერენიტეტის პატივისცემას, სახელმწიფოების თანასწორ მოპყრობას და თითოეული ერის დემოკრატიული არჩევანის ურყევ პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. მისი განცხადებით, ყურადღება გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაჭრისკენ უნდა იყოს მიმართული, თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა და ბიუროკრატიული წრე საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს.