OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ჰააგაში

12:12, 07.07.2026

ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა გრძელდება. საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს კენჭის ხვალ უყრიან. მონაწილეობს საქართველოს დელეგაციაც. დღეს საკომიტეტო განხილვები დასრულდება, რის შემდეგაც განხილვები უკვე სასესიო ფორმატში გადაინაცვლებს. საქართველოს შესახებ დოკუმენტის ინიციატორი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონია. რეზოლუცია რომელიც ჰააგის დეკლარაციის ნაწილია, გაკრიტიკებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური აქტორების თუ დემონსტრანტების დაკავება და რამდენიმე კანონის მიღება. მოთხოვნილია კონკრეტული კანონების უკან გაწვევა, ასევე, 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ცნობების გამოძიება. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი გუშინ დაუჭირა. რეზოლუციის კენჭისყრა კი ხვალ არის დაგეგმილი.

მსგავსი