ორთაჭალ ჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და გადაადგილება უკვე შეუფერხებლად არის შესაძლებელი. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღდგა და განახლდა ხიდის კონსტრუქციული ნაწილი. ასევე შეიცვალა სანიაღვრე სისტემა. საჰაერო ელექტროსადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. სრულად განახლდა გზის სავალი ნაწილი – დაიგო ასფალტის საფარი და დაიხაზა. მოწესრიგდა ხიდზე არსებული ტროტუარები.