ორთაჭალჰესის ხიდის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამჟამად პროექტის მოსამზადებელი კვლევები ტარდება, ამის დასრულების შემდეგ კი, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის ფარგლებშიც ხიდის ახალი კონსტრუქციული ელემენტები მოეწყობა. გეგმის მიხედვით აღდგება და გამაგრდება დაზიანებული ნაწილები. დამონტაჟდება გარეგანათება ენერგოეფექტური LED სანათებით, სრულად განახლდება ტროტუარი. რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი. სამუშაოებს, დღეს თბილისის მერი გაეცნო.