ორშაბათიდან დიაბეტის მქონე მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს განახევრებულ ფასად შეიძენენ

საჭირო მედიკამენტებს განახევრებულ ფასად შეიძენენ ორშაბათიდან დიაბეტის მქონე მოქალაქეები. ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

რას ითვალისწინებს პროგრამა და ვინ შეძლებს შეღავათებით სარგებლობას, ამის შესახებ გენო ოსიყმაშვილი ისაუბრებს.