ორმხრივი შეხვედრები მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრა ჰქონდა ასევე გერმანიის კანცლერთან. ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ოლაფ შოლცს ირაკლი ღარიბაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერმა გერმანიის კანცლერი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია. მიუნხენის 59-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაფასა.