ორი წელი ტერაქტიდან - სამშვიდობო მოლაპარაკებები ეგვიპტეში 

ეგვიპტე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება.

შარლ ელ შეიჰში მიმდინარე მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, შეწყდება თუ არა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები და დასრულდება თუ არა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი. შუამავლები ეგვიპტისა და ყატარის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ისრაელთან და „ჰამასთან“ ცალ-ცალკე შეხვედრებს მართავენ. მაგიდაზე დონალდ ტრამპის მიერ მომზადებული 20-პუნქტიანი გეგმა დევს, რომლის მიზანი ცეცხლის შეწყვეტა და ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ყველა მძევლის გათავისუფლებაა. რამდენიმე პუნქტი კვლავ დავის საგნად რჩება, თუმცა ამერიკის პრეზიდენტს ოპტიმისტური განწყობა და შეთანხმების იმედი აქვს. ორი წელი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან და გადამწყვეტი შეხვედრების პირველადი შედეგები. არის თუ არა მოლაპარაკების პროცესში პროგრესი – სალომე თორაძე დეტალებით.