ორი წელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებიდან - აისახა თუ არა რეფორმა დანაშაულის სტატისტიკაზე
რა შედეგი მიიღო ქვეყანამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ. “მოამბე” დაინტერესდა, რა შეცვალა საკანონმდებლო რეფორმამ და იკლო თუ არა დანაშაულის რიცხვმა. სტატისტიკასთან ერთად, რეფორმა გამოძიების პროცესზეც უნდა აისახოს.
როგორც ცნობილია, დასასრულს უახლოვდება ადვოკატების, პროკურორების, მოსამართლეების და პოლიციის თანამშრომელთა გადამზადების პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოსაც სპეციალიზებული სამართალდამცველები ეყოლება.
თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს და პირდაპირ ეთერში გვიერთდება – აისახა თუ არა რეფორმა დანაშაულის სტატისტიკაზე და რეალურად რა შეიცვალა გამოძიების მეთოდებში.