ორი კვირა არჩევნების მეორე ტურამდე

არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირა რჩება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობენ და მოსახლეობას მეორე ტურში აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. დანარჩენი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან კოალიციური მთავრობის საჭიროებაზე და საკითხთან დაკავშირებით რიგ პარტიებთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა, სავარაუდო შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია. „ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ოპონენტებისგან განსხვავებით, მეორე ტურის წინ აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებს. უმრავლესობა გამარჯვებაში დარწმუნებულია.