ორი დღე არჩევნების მეორე ტურამდე

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღე რჩება.

მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში იმართება. ოპოზიცია დიდ ქალაქებში გამარჯვებას პროგნოზირებს. მათი განცხადებით, წინასწარ შედეგებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა წაგების შემთხვევაში ისინი არც ქუჩის აქციებს არ გამორიცხავენ. გამარჯვებაში დარწმუნებულია „ქართული ოცნება“. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ ამომრჩეველი, რომელიც პირველ ტურში არ მონაწილეობდა,   მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას. სახელისუფლებო გუნდში ოპონენტების მხრიდან არჩევნების დღეს პროვოკაციულ ქმედებებს არ გამორიცხავენ, და ამბობენ რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.