ორი აქცია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურებიან მმართველი გუნდიდან.

საპარლამენტო უმრავლესობა ორივე მიტინგის ორგანიზატორებს და მონაწილეებს შესაძლო საფრთხეებსა და რისკებზე აფრთხილებს და მოუწოდებს, მიმართონ ყველა ზომას, რათა შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება თავიდან იყოს აცილებული.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მიმართავენ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე მიუთითებენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, რომლებიც პუშკინის სკვერიდან დაძრულ მსვლელობაში იღებდნენ მონაწილეობას.

დატოვე კომენტარი