ორი ახალი საბავშვო ბაღი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობის პროექტები „ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.3 მილიონი ლარით დაფინანსდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის რეგიონში, ჯამში, 32 ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.