ორგანიზებული ჯგუფის გამოვლენა

18:28, 05.10.2026

40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს სამართალდამცავებმა. ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება. იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს. დაკავებული უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე. ისინი ნარკოტიკებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში, წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ადგილმდებარეობის ამსახველ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი