ორგანიზებული ჯგუფის დაკავება

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებულებს ბრალს დაახლობით 2 საათში წაუყენებენ.

საუბარია 10 პირზე, რომლებიც სპეცოპერაციის შედეგად აიყვენას. „მოამბისთვის“ ცნობილი ხდება რომ გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

დაკავებულებს შორის არის ქალბატონის შვილი, რომელიც ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ის ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია და დედისა და მამინაცვლის გეგმებზე ინფორმაცია არ გააჩნდა.