ორგანიზაციის „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ კამპანია

დედაქალაქში ახალი ბანერების გამოჩნდა – „რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს“ – ამ წარწერის ავტორი „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ არის. ორგანიზაციის განცხადებით, ახლა 2008 წლის ომის ფაქტების შეხსენება ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

„თავის მართლების კამპანია“ – ასე ეხმაურება თბილისში გამოჩენილ ბანერებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი. მათიკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გარკვეულ ძალებს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვიდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ახლა თავის მართლების კამპანია დაიწყეს.