არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. სააგენტოს გუშინ გავრცელებულ განცხადებაში, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის ნაწილის ჩამოშლის მიზეზად, ტაძარში ფრესკების მონიტორინგის მიზნით, განთავსებულ ხარაჩოზე, 18 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის, თორნიკე ბარათაშვილის ასვლა და გადაადგილებაა დასახელებული. ბარათაშვილის თქმით, ეს არის სააგენტოს მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან ვიდეო იატაკიდან გადაიღო. თორნიკე ბარათაშვილის თქმით, მის მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალები არაერთხელ გამოუყენებია საპატრიარქოს არსებული ვითარების შეფასების მიზნით.

მოამბე