ორბელიანის განახლებული მოედანი დღეს გაიხსნება

12:20, 03.06.2019

ორბელიანის განახლებული მოედანი დღეს საღამოს 8 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ კი კონცერტი გაიმართება. ადგილზე გვიანობამდე დასუფთავების სამსახური მუშაობდა.

ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე სამუშაოები თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის პირველ ეტაპზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია განხორციელდა.

მსგავსი