ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგი

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე მომზადებული მონაცემების თანახმად, საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-10-11 ადგილი უკავია. განცხადება თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტი ყოველდღიურად აქვეყნებს განახლებულ მონაცემებს – ქვეყნების რეიტინგს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სამთავრობო საპასუხო ღონისძიებების ეფექტიანობის თაობაზე. შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს, რომლებიც შეიძლება დაჯგუფდეს სამთავრობო პოლიტიკის ინდიკატორებად, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორებად და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკის ინდიკატორებად, რაშიც იგულისხმება (ტესტირება, პაციენტთა ნაკადების მართვა, ვაქცინაცია და სხვ.). 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 183 ქვეყანას შორის უკავია უაღრესად საპატიო მე-10-11 ადგილი (საბერძნეთთან ერთად) და ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩვენზე წინ არიან მხოლოდ გერმანია, ირლანდია და იტალია“, – წერს თენგიზ ცერცვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

დატოვე კომენტარი