ოქრუაშვილის საქმეს პოლიტიკოსები აფასებენ

ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პოლიტიკური შეფასებების თემაა.

ოპოზიციაში პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის დაკავებას მის პოლიტიკურ აქტივობას და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი ორის“ საქმეს უკავშირებენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს სამართლებრივ პროცესს და კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია.