ოქრუაშვილის ადვოკატი დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დაკავებული ლიდერის ადვოკატი დღეს სააპელაციო სასამართლოს მიმართავს.

ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ადვოკატი აცხადებს, რომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარემოებები არ არსებობს და იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ოქრუაშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.

27 ივლისს შეფარდებული პატიმრობის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.