ოქონობის დღესასწაულს ზეიმობენ დღეს გორში. ოქონობა ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღინიშნება. დილით ოქონის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. რის შემდეგაც, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და ქალაქის ქუჩები აკურთხეს. ოქონობის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წლიდან აღდგა. დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.