ოპოზიციური პარტიების შეცვლილი რიტორიკა

21:26, 17.11.2026

რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ინტერესის სფეროშიცაა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც მოპასუხე მხარეს დაუსვეს. საკითხი პოლიტიკური სპექტრის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან სწორედ ამ თემაზე ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებებით ამყარებს სახელისუფლებო პარტია საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას. „ქართული ოცნება“ ასაკრძალთა სიაში შესულ პარტიებს სასამართლოს წინაშე სიცრუის თქმაში ადანაშაულებს. „ლელომ“ მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესების მოთხოვნის უარყოფის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ლიდერების გამოსვლები და მის კაბინეტში „ლელოს“ წევრებთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა. იგულისხმება 2022 წლის შემდეგ გაკეთებული ის განცხადებები, სადაც „ლელოს“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სავიზო რეჟიმის ამოქმედებას, რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას და რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტას ითხოვდნენ. მსგავსი შინაარსის მოთხოვნებს სატელევიზიო არქივიც ინახავს.

მსგავსი