ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია. ოპოზიციური პარტიების განცხადებებიდან ირკვევა, რომ ისინი, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებს გააგრძელებენ, თუმცა, რა იქნება კონკრეტული სტრატეგია, ამაზე განცხადებები არ კეთდება.
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს, როგორც ეს ახალ წლამდე დააანონსა, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ მათი პოზიცია ცნობილია და ისინი ერთობლივად იმუშავებენ ყოფილ პრეზიდენტთან.