ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანია

პანდემიის გამო წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში ოდნავ განსხვავებული ფორმით მიმდინარეობს.

პარტიები ხალხმრავალ შეკრებებს ერიდებიან, თუმცა მიმდინარეობს კანდიდატების წარდგენა. ოპოზიციურ პარტიებში არსებული შეთანხმების თანახმად, თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დღეს ერთობლივად უნდა დაესახელებინა სამ პარტიას – „ევროპულ საქართველოს“, პარტია „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, თუმცა როგორც პარტიებში აცხადებენ, წარდგენა დღეს არ გაიმართება.

რა გახდა მიზეზი, ამის შესახებ „მოამბე“ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს, ბადრი გრიგალაშვილს ესაუბრა, რომელიც კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს და ამბობს, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულია.