ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა

საკრებულოს ხუთი ოპოზიციური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები კახა კალაძეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იბარებენ. მათ კითხვები აქვთ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით, მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. სხდომის გამართვა 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, თუმცა დასწრებას მმართველი გუნდი არ გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, მათი ოპონენტები ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიით პოლიტიკურად სპეკულირებენ.