ოპოზიციური პარტიების გეგმები – შეფასებები

12:16, 12.01.2026
რა გეგმა აქვს ოპოზიციას – კითხვა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ისევ აქტუალურია, ერთობის ინიციატორი ამჯერად ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა. ის ძალების გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ კონსულტაციებს მართავს. ამ დიალოგში მონაწილეობას იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დასასრულებლად ერთიანად გადადგმული ქმედითი ნაბიჯები აუცილებელია. თუმცა, ვის ექნება ახალ ერთობაში შესვლის სურვილი, ჯერ უცნობია.
პარალელურად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაა და პარტიის თავმჯდომარე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეიცვლება.

მსგავსი